სოციალური პროექტი-„ვუერთდები
აქციას ბარბარიზმების წინააღმდეგ“
სახელი
გვარი
|
თეა დარჩია
|
სკოლა
|
ჯუმათის საჯარო სკოლა
|
საგანი
|
დაწყებითი კლასების მასწავლებელი
|
თემისა
დასახელება
|
,,ვუერთდებით აქციას ბარბარიზმების წინააღმდეგ“
|
პროექტის
აქტუალობა
|
მოსწავლეებმა სოციალურ
ქსელში ნახეს ,,კინგსის“ მიერ გამოცხადებული სტატუსი ,,ბრძოლა ბარბარიზმების
წინააღმდეგ“,რაც კლასში განხილვის თემა გახდა. მისი ატუალობა განაპირობა
მშობლიური ენისადმი ზერელე და გულგრილმა დამოკიდებულებამ საზოგადოებაში.
პროფესიულ კარიერაში ახალი სპეციფიკური ტერმინოლოგიების ჭარბად გამოყენებამ.
|
პროექტის
მიზანი
|
ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების
მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის
გააზრება.
·
სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ
სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი,
კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური
ინტერესები და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური
მოქმედების შესაძლებლობა.
მოსწავლეს განუვითაროს პრობლემის არსში სწორად
წვდომის, დამოუკიდებელი აზროვნებისა და
დამოუკიდებელი მსჯელობის, ჯგუფში მუშაობისა და ახალი პროდუქტის შექმნის
უნარ-ჩვევები.
|
განხორციელები
დრო
|
11-19 ნოემბერი 2019 წელი (8 სამუშაო დღე)
|
ამოცანები
დაგანხორციელების გზები
|
პრობლემის სწორად გაგებისა და გააზრების მიზნით ჩავატარებ შემდეგი სახის
გამოკითხვებს:
1.გაიხსენეთ, როგორ სიტყვებს ეწოდება
,,ბარბარიზმები’’?
2.ჩამოწერეთ თქვენთვის ცნობილი
,,ბარბარიზმები’’,რომელსაც თქვენ ძალიან
ხშირად ხმარობთ და გესმით სხვებისგანაც?
3.თქვენი აზრით, რატომ წარმოადგენენ საფრთხეს ეს
სიტყვები ქართული ენისთვის?
4. რა არის მიზეზი ჩვენს საუბარში ამ სიტყვების
ხშირად ხმარების?
5 .როგორ შეიძლება გადაიჭრას პრობლემა?
მოსწავლეები გრამატიკის მასალიდან გაიხსენებენ საჭიროების გარეშე უცხო ენიდან შემოსული და ქართულ სასაუბრო ენაში
დამკვიდრებულ სიტყვებს. თითოეულმა
მოსწავლემ, დავალების მოთხოვნის შესაბამისად, უნდა ჩამოწეროს მისთვის ცნობილი ბარბარიზმები და
წარმოადგინოს. მოხდება სიტყვების
შინაარსობრივად დახარისხება. გამოთქვამენ
ვარაუდს დიდი საფრთხის თაობაზე, რომელიც თაობებს ენის
დავიწყება-დაკარგვის გზით წაიყვანს. დაასახელებენ ამ გარემოების მიზეზსს, მისი განვითარების
რისკ-ფაქტორებს, გადაჭრის გზებს.
პრობლემის სწორად ფორმულირების მიზნით მოსწავლეებს
მიეცემათ დავალებად აირჩიონ სიტყვა, შეექმნან ნახატი და თავიანთი ნამუშევრით
გამოეხატონ აქციისადმი სოლიდარობა.
დისკუსია-მსჯელობის საფუძველზე მოსწავლეები შეთანხმდენიან
აერჩიათ ისეთი სიტყვა, რომელსაც ისინი
ყოველდღიურ ურთიერთობაში ხმარობენ’.
იდეის ვიზუალიზების მიზნით შექმნიან მოდელს, რომელიც იდენტური იქნება პრობლემის.
|
მოსალოდნელი
შედეგები
|
მოსწავლეები
ისწავლიან მშობლიური ენისთვის დამახასიათებელ რისკ-ფაქტორებს. იმსჯელებენ
პრობლემათა მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე.
გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას პრობლემის აქტუალობაზე და
გამოიყენებენ საკუთარ შესაძლებლობებს ცოდნის რეალიზებისთვის, კერძოდ ჩაატარებენ გამოკითხვებს და აწარმოებენ
,,ჩანაწერების რვეულს“. შექმნიან
თემატურ პლაკატს მოწოდებით ,,დავიცვათ ჩვენი ენის სიწმინდე„ და
საზოგადოებას მიაწვდიან სოციალური ქსელისა და ბლოგის საშუალებით.
|
პროეტში
მონაწილეთა გამოცდილება
|
მოსწავლეებმა დაამუშავეს თემა
,,ბარბარიზმებზე“. განარჩევენ მათ მშობლიური ენის ტერმინებისაგან.
აანალიზებენ მათგან მოსალოდნელ საფრთხეს.
|
აქტივობის
შესაბამისობა მიზანთან
|
მოსწავლეებში ჩავატარე
გამოკითხვები
·
გაიხსენეთ და
ჩამოწერეთ, რომელ ბარბარიზმს ხმარობთ ხშირად?
·
გაიხსენეთ რა
სიტყვებს ხმარობენ თქვენს ოჯახში ხშირად?
·
აწარმოეთ
გამოკითხვები კლასში, სკოლაში, ნათესავებში და გაარკვიეთ მიზეზი, თუ რამ განაპირობა
მათ ლექსიკაში ამ ტერმინების სიჭარბე?
|
მონაწილეთა
ჩართულობა იდეის განვითარებაში
|
მოსწავლეებმა გამოკითხვების საფუძველზე
აწარმოეს ,,ჩანაწერების რვეული“. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში მრავლად არის
დამკვიდრებული რუსული ენის ზეგავლენით შემოჭრილი ტერმინები, როგორიცაა პასტა, ლამპოჩკა, ჟუაჩკა, საროჩკა, მაიკა,
პერაშკი, ბულკი, სპიჩკა, სტოლი, იუბკა, კურტკა, სემიჩკა, ლუსტრა, პოლი.
|
პროექტის
განვითარების რისკი დაშესაძლო ხარვეზი
|
მოსწავლეებს
ვაძლევ განმარტებას, რომ ენაში არსებობს უცხო ტერმინები, რომელთა შემოსვლა
მიზნობრივმა საჭიროებამ განაპირობა
მაგ: აუდიტორიას, სტუდენტი,
სცენა და სხვა გაითვალისწინონ,
რათა მოსწავლეები არ აცდნენ
კვლევის თემატიკის სიზუსტეს.
|
მონიტორინგი
და შეფასება
|
მოსწავლეებმა ,,ჩანაწერების რვეული“ ერთმანეთს შეადარეს, რის საფუძველზეც დაასკვნეს, რომ საზოგადოებაში გავრცელებული სიტყვები
მეტწილად რუსული ენიდან არის შემოჭრილი. რისი მიზეზიც არის დასაქმებისა და
პროფესიული კარიერის წინსვლის ალტერნატივა.
მოსწავლეები ჯგუფური
თანამშრომლობის საფუძველზე მიღწეულ
შედეგებს შეაფასებენ, ასევე
საკუთარ ნამუშევარს და
ერთმანეთს. ისაუბრებენ იმაზე, თუ კიდევ რისი
გაკეთება შეიძლებოდა მიზნის მისაღწევად?
|
პროექტის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
შედეგები
|
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
საინტერესო შესავალი
|
ტრაფარეტუ-ლი და უინტერესოა
|
არის აუდიტორიის დაინტერესების მცდელობა
|
საინტერესოდ არის მოწოდებული
|
მოძიებული აქვს დამატებითი მასალა, რაც საინტერესოს
ხდის შესავალს
|
საუბარი
|
დაბნეულია და გასაგებად ვერ მსჯელობს
|
ხშირად ჩერდება და იმეორებს ერთსა და იმავეს
|
გამართული და გასაგებია
|
გამართული დაგასაგებია, არ ორჭოფობს, საუბრობს დარწმუნებით
|
დასკვნები
|
არ არის გაკეთებული
|
დასკვნები გაუმართავი და ულოგიკოა
|
ლოგიკურია და კარგად არის ჩამოყალიბებული
|
ლოგიკური და ორიგინალურია, არგუმენტირებულია
|
აუდიტორიასთან კონტაქტი
|
ვერ ახერხებს აუდიტორი-ის დაინტერესე-ბას
|
ნაწილობრივ ახერხებს აუდიტორიის დაინტერესე-ბას
|
გრძნობს და ითვალისწინებს აუდიტორიის ინტერესებს
|
კარგად აქვს გამომუშავებული კომუნიკაციის უნარი
|
თვალსაჩინოებების გამოყენება
|
არ იყენებს
|
იყენებს მწირედ
|
იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს
|
იყენებს ახალ ტექნოლოგიებს
|
პასუხები აუდიტორიის კითხვებზე
|
უჭირს პასუხის გაცემა
|
პასუხები არ არის გამართული
|
თითქმის ყველა კითხვას პასუხობს
|
გამართულად, დამაჯერებლად პასუხობს ყველა კითხვას
|
ჩართულობის
რუბრიკა
ქულები
|
შეფასების დონეები
|
1-2
|
მოსწავლე იშვიათად ერთვება პროექტის მსვლელობის პროცესში,
ზოგჯერ ხელს უშლის პროექტის მსვლელობას. ავლენს პროექტის მიმართ ინდიფერენტულ, ზოგჯერ
აგრესიულ დამოკიდებულებას.
|
3-4
|
მოსწავლე დამოუკიდებლად არ ერთვება პროექტის მსვლელობის
პროცესში, იშვიათად ავლენს ინიციატივას,
|
5-6
|
მოსწავლე დამოუკიდებლად ერთვება პროექტის მსვლელობის პროცესში,
ცდილობს იყოს აქტიური, მაგრამ მისი აქტიურობა ქმნის პრობლემებს. მაგ. ბევრს ლაპარაკობს,
მოსაუბრეებს აწყვეტინებს სიტყვას, საკუთარი აქტიურობით ცდილობს დაფაროს საკუთარი
მოუმზადებლობა, ზოგჯერ პატივს არ სცემს სხვის სამუშაოს და ა.შ.
|
7-8
|
აქტიურად მონაწილეობს პროექტის მსვლელობის პროცესში და ძირითადად
ავლენს მომზადებას, პატივს სცემს სხვის სამუშაოს,
დამოუკიდებლად ერთვება დისკუსიაში, თუმცა ვერ ავლენს მაქსიმალურ პროდუქტიულობას პერიოდული
ჩავარდნების გამო
|
9-10
|
ყოველთვის მზადაა მიიღოს მონაწილეობა პროექტის მსვლელობის
პროცესში, დამოუკიდებლად ერთვება მუშაობაში, დისკუსიაში და პრობლემის გადაჭრაში, ეხმარება და პატივს სცემს
ამხანაგებს, კარგად აცნობიერებს საკუთარ როლს პროექტის მსვლელობისას რომელიმე საკითხის
განხილვისა და შესწავლის დროს
|
თეა დარჩია
2019 წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий