понедельник, 11 ноября 2019 г.

სოციალური პროექტები

ჯანმრთელი მომავლისთვის

პროექტის აქტუალობა
სადამრიგებლო მეოთხე კლასში, ჩემი დაკვირვებით, გასაუბრებითა და გამოკითხვებით გამოვიტანე დასკვნა, რომ ბავშვებმა არ იციან თუ რას ნიშნავს სწორი კვება, ჯანსაღი ძილი, ცხოვრების ჯანსაღი წესი.
სკოლაში, დასვენებებზე,   ისინი ძირითადად სახლიდან მოტანილი არაჯანსაღი პროდუქტით ჩიფსებით იკვებებიან,  ვერ იცავენ ჰიგიენის წესებს, ამიტომ მოსწავლეები შევახვედრე სოფლის ექიმ პაატა კელენჯერიძეს.
პროექტის ხანგრძლივობა   
2 კვირა
მიზანი
პატარებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე;

ამოცანები და განხორციელების გზები
              
ექიმთან შეხვედრამდე ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები,
განვახორციელებ შემდეგ აქტივობებს:

პირველი ნაბიჯი --(28/10/2019-დან  30/10/2019-ის ჩათვლით) -- მოვაწყობ გამოკითხვებს, დისკუსიებს თემაზე:,,როგორ ვუფრთხილდებით  საკუთარ ჯანმრთელობას“.

მეორე ნაბიჯი -- (31/10/2019-დან  01/11/2019-ის ჩათვლით) ექიმთან ერთად შევთანხმდებით და განვიხილავთ იმ საკითხებს,რაც აქტუალურია ბავშვებისათვის.

მესამე  ნაბიჯი    --   2019 წლის 4 ნოემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით ექიმთან ერთად ჩავატარებთ საუბრებს და მივცემთ რჩევებს.დაურიგებთ წინასწარ მომზადებულ ბუკლეტებს.

ეოთხე ნაბიჯი   --2019 წლის 7-8 ნოემბერს შევაჯამებ პროექტს.
ჩავატარებ ზეპირ გამოკითხვას, დავაკვირდები, რამდენად კარგად გაიგეს მათ ექიმთან შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია.






შემაჯამებელი შეხვედრის გეგმა:

ექიმი ბავშვებს გაესაუბრება შემდეგ საკითხებზე:
 Ø  დღის რეჟიმი;
Ø  პირადი ჰიგიენა;
Ø  ძილი;
Ø  ჯანსაღი ცხოვრების წესი;
Ø  ვიტამინები;
Ø  მიკრობები და ბაქტერიები;
Ø 
სწორად კვების ოქროს წესი.

საუბარი შედგება საპრეზენტაციო სლაიდ-შოუს თანხლებით.
შედეგი

ბავშვებმა მრავალ  სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ თავიანთი ჯანმრთელობის მოვლის შესახებ;
პატარები დარწმუნდებიან, რომ ექიმთან ვიზიტი სულაც არაა საშიში და რომ ისინი მუდმივად უნდა ზრუნავდნენ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

პროექტის შეფასების კრიტერიუმები
1. მოხდა,თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
2.  რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3.რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
4. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
5. განხორციელდა თუ არა პროექტით გატვალისწინებული აქტივობები, ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება;
6.  მომავალში  მეტი ყურადღება რას მივაქციო?


სოციალური პროექტის გეგმა შეადგინა


სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათის  საჯარო სკოლის პედაგოგმა.      მე-4 კლასის დამრიგებელმა- თეა დარჩიამ





კლასის ხელმძღვანელის რეფლექსია განხორციელებულ პროექტზე

მას შემდეგ, რაც შევნიშნე, რომ ჩემი მოსწავლეეები ზოგჯერ გამოუძინებელი მოდიან სკოლაში, არასწორად იკვებებიან, არ იციან,  როგორ გაუფრთხილდნენ თავიანთ ჯანმრთელობას, გადავწყვიტე, ისინი შემეხვედრებინა ჩვენი სოფლის ექიმ პაატა კელენჯერიძეს.
ექიმთან შეხვედრამდე გავწიე სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაო:
საინტერესოდ წარიმართა   გამოკითხვები, დისკუსიებს თემაზე:,,როგორ ვუფრთხილდებით  საკუთარ ჯანმრთელობას“.
ექიმს დაველაპარაკე  შეხვედრის თაობაზე, ერთად მოვილაპარაკეთ, რა საკითხზე იქნებოდა  უფრო საჭირო ყურადღების გამახვილება, დავთქვით  შეხვედრის დრო, შევთანხმდით სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებაზე, რათა ბავშვებს უფრო გაუადვილდეთ ინფორმაციის აღქმა.
-მოვახდინე  პროექტის შეჯამება, ბავშვებთან ჩავატარე ზეპირი   გამოკითხვა, დავაკვირდი, რამდენად კარგად გაიგეს მათ ექიმთან შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია.:თუ რას ნიშნავს ჯანმრთელობა, რა უნდა გავაკეთოთ მის შესანარჩუნებლად.  ესაუბრა სწორად კვებაზე, ვიტამინებზე, რომლებიც კვების სხვადასხვა ჯგუფში მოთავსებულ პროდუქტებში შედიან. აუხსნა ბავშვებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის შედგენა და მისი განხორციელება, რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი, რამდენად მნიშვნელოვანია დროზე დაძინება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ვარჯიში, სხვადასხვა მავნე ჩვეულების დროულად აღმოფხვრა.  ისაუბრა ჰიგიენაზე, ბავშვებს მიაწოდა ინფორმაციები ბაქტერიებზე, ვირუსებზე.


დაარწმუნა ბავშვები, რომ შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების პრევენცია, ისაუბრა კბილების მოვლის აუცილებლობაზე.
·         ბავშვებმა უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს ჯანმრთელობის საკითხებზე.
·         პატარები ექიმს დაჰპირდნენ, რომ აუცილებლად შეასრულებენ მის რჩევა-დარიგებას.




Комментариев нет:

Отправить комментарий

სოციალური პროექტი კიბერბულინგი პროექტის ავტორი:                                 თეა დარჩია პროექტის აქტუალობა:         არსებო...