среда, 18 декабря 2019 г.


“SOS მობილური“

პროექტის დასახელება
 ,,SOS  მობილური“
პროექტის ავტორი:
თეა დარჩია
პროექტის დასაწყისი
18.10.2017წ.
პროექტის დასასრული
24.10.2017წ.
ჩართული მოსწავლეები
5 -6 კლასი (18 მოსწავლე)
პრობლემა
·         სოციუმში მობილურ ტელეფონთან დამოკიდებულების პრობლემების არსებობა;

·         მეტი ინფორმირება მობილური ტელეფონის მუდმივი გამოყენებისას შესაძლო საფრთხეების შესახებ;
პრობლემის აქტუალურობა
მობილური ტელეფონები დიდი ხანია თანამედროვე მსოფლიოს შეუცვლელ ატრიბუტად იქცა.
გლობალური პრობლემაა მოზარდებში მობილურ ტელეფონებ აქტიურად გამოყენება.
 ტელეფონები ნებისმიერი  მსურველთათვის ხელმისაწვდომიადა მაინც რამდენი მოსწავლე სარგებლობს მობილური ინტერნტით სასწავლო პროცესში  თავისუფლად.
სამედიცინო კვლევების თანახმად, ინტერნეტის ქსელში ჩართული მობილური ტელეფონის სისტემატური და არამიზნობრივი მოხმარება ბავშვებსა და მოზარდებში ქმნის სხვადახვა სახის ჯანმრთელობის და ქცევითი პრობლემების საფრთხეს.როგორც ცნობილია, ნებისმიერ ტექნიკურ პროგრესს სიკეთესთან ერთად თან ახლავს უარყოფითი შედეგები.
  
           V-VI კლასში სწავლობს 18 მოსწავლე. მათი ინტერესი მობილური ტელეფონის მიმართ ძალიან დიდია.  განსაკუთრებით კი ელექტრონული თამაშებისა და სმს მომსახურების მიმართ. დღევანდელობისთვის ამ მეტად აქტუალური საკითხების გამო, საჭიროდ ჩავთვალე მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჩართვით სოციალური პროექტის მომზადება.
  
პროექტის მიზნები
·         მოსწავლეები უკეთესად გაიცნობენ მობილური ტელეფონის შესახებ ინფორმაციას და მასთან დამოკიდებულების მნიშვნელობას;
·         გაეცნობიან მობილური ტელეფონის დადებით და უარყოფით მხარეებს;
·         მოსწავლეებს განუვითარდებათ: შემოქმედებითობის, პრაქტიკული და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
·         გაიზრდება მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.


მოსალოდნელი შედეგები
·         მოსწავლეები შეძლებენ მობილურ ტელეფონთან უფრო კორექტულ დამოკიდებულებას;
·         მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შორის ურთიერთობა უფრო სასარგებლო გახდება მობილური ტელეფონის მოხმარების  დადებით და უარყოფით მხარეებთან მიმართებაში;
·         გაიზრდება მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.


პროექტის ამოცანები და განხორციელების გზები
სამოქმედო გეგმის შემუშავება, მოსწავლეებს მივმართავ საძიებო კითხვებით: 1. ხშირად გამოიყენებენ თუ არა მობილურ ტელეფონს, 2. იციან თუ არა მობილური ტელეფონის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. მოსწავლეები ნაწილობრივ ფლობენ ინფორმაციას მობილური ტელეფონის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. - პირველი დღე;   18.10.2017
·         ვავალებ მოსწავლეებს მოიძიონ ინფორმაცია მობილური ტელეფონის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. მოსწავლეებს განუვითარდებათ შემოქმედებითი  პრაქტიკული და კომუნიკაციის უნარ ჩვევები - მეორე დღე; 21.10.2017
·         მოსწავლეები მშობლებთან ერთად გამართავენ დისკუსიას თემაზე: SOS მობილური, მსჯელობენ და გამოთქვამენ მოსაზრებებს. მესამე დღე. 22.10.2017
 პროექტის ბოლოს შეავსებენ კითხვარს და გააკეთებენ პრეზენთაციას.


.
რესურსები
·         კომპიუტერი;
·         ინტერნეტი;
·         პროექტორი;
·         პრინტერი;
·         დაფა;
·         ცარცი;
·         ფორმატი;
·         ფანქარი;
·         საშლელი;
·         ფერადი ქაღალდები;
·         ფლომასტერები;
·         წებო;
·         ქაღალდები - A4 ფორმატის.
·         ჭიკარტები;
·         ლითონის სამაგრები.
შეფასება
მონაწილეთა შეფასება განხორციელდება განმავითარებელი შეფასებით, სიგელებით, დიპლომებით და სერთიფიკატებით, 

Комментариев нет:

Отправить комментарий

სოციალური პროექტი კიბერბულინგი პროექტის ავტორი:                                 თეა დარჩია პროექტის აქტუალობა:         არსებო...