среда, 18 декабря 2019 г.

სოციალური  პროექტი                                               2017წელი

''ტყე შევუნახოთ შვილებსა"



პროექტის სახელწოდება:   ,,ტყე შევუნახოთ შვილებსა“

პროექტის ავტორი:                              თეა დარჩია

პირადი ნომერი:                       010101009703

კლასი:                                                      მე-4 კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა:                4  მოსწავლე,   სსსმ მოსწავლე არ არის.

მონაწილეთა ასაკი:                   

   ამ ეტაპზე მოსწავლეებს პროგრამული მასალის გავლისას ნაწილობრივ აქვთ ცოდნა სუფთა გარემოს მნიშვნელობის შესახებ. მათ შეისწავლეს გაკვეთილი „ეკოლოგიური საფრთხეები“ .ისინი მსჯელობენ, გულისტკივილით იხსენებენ გარემოს ეკოლოგიურ საფრთხეების ფაქტებსა და გამომწვევ მიზეზებს. მათ უჩნდებათ სურვილი უფრო მეტი გაიგონ  და თავიანთი წვლილი შეიტანონ  გარემოს გადარჩენისა და  დაცვის საკითხში.

   პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა

პროექტის აქტუალობა :
    დღეის მდგომარეობით ტყე უფრო სრაფად იჩეხება,ვიდრე ირგვება.
ხე ინტენსიური და არარაციონალური გამოყენება,სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის გამოყენება ტყის მასივებს სწრაფი ტემპით ამცირებს.
      გულდასაწყვეტია,როდესაც  ყოველდღიურად ვხედავთ,თუ როგორ უმაწყალოდ  ჭრიან ხეებს და ამტრევენ ნორჩ ტოტებს.ტყის მასივები, ეს არა მარტო ხე, ბუჩქნარი, ბალახი და მცენარეები არის, არამედ ასობით ცოცხალი ორგანიზმი, რომლის განადგურება ეკოლოგიურ წონასწორობას არღვევს.
   ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ მოსწავლეებს.ხშირად უფროსებიც არ აქცევენ ყურადღებას ამ საკითხს.  21-ე საუკუნის აქტუალური პრობლმაა:  გაჩეხილი ფერდობები,დამწვარი ტყეები, გადაშენების პირას მდგომი ცხოველები და სხვა. გარემოს გაუფრთხილებლობამ  შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას დედამიწას და  ადამიანებს.
 მოსწავლეები აღშფოთებით მსჯელობდნენ  ეკოლოგიის პრობლემების გაუარესებულ საკითხებზ, გულისტკივილით იხსენებდენ ტყის განადგურების ფაქტებსა და გამომწვევ მიზეზებს. მათ გაუჩნდათ სურვილი განეხორციელებინათ პროექტი ,რათა  უფრო მეტი გაეგოთ  და თავიანთი წვლილი შეეტანათ  გარემოს დაცვის საკითხში. 
 მიმაჩნია, რომ მოსწავლეებს სწორედ დაწყებითი საფეხურიდანვე უნდა ჩავუნერგოთ და ვასწავლოთ ბუნების სიყვარული , რადგან მასზე მუდმივი  ზრუნვის სურვილი მათ ჩვეულებად   ექცეთ, გაითავისონ ეს პრობლემა და ებრძოლონ მას.  

პროექტის მიზანი:
    ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა.
მოსწავლეები მოიძიებენ და შეიწავლიან ბუნების დაცვის თემაზე შექმნილ ლექსებს, საკუთარი ცხოვრებისეული ფაქტების  გახსენებით დამოუკიდებლად, აზრის ნათლად ჩამოყალიბებით შექმნიან მცირე ზომის  ტექსტებს, გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებებით დახატავენ და გამოფენენ ნამუშევრებს, შეიმუშავებენ  გარემოსდაცვით   ქცევის წესსა და 3-4 მომწოდებელი შინაარსის ტრაფარეტს , სასკოლო ეზოსა და საკლასო ოთახის გალამაზებისათვის დარგავენ ხეებს , ყვავილებს,. მოსწავლეები შეძლებენ დაიცვან გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესები.

რესურსები:   
     ინტერნეტიდან მოძიებული ინფორმაციები და  ლექსები ბუნების დაცვაზე,  საწერი კალმები,  თაბახის ფურცლები,  ფერადი ფანქრები,  მარკერები,  წყალი,მიწა,ქოთნები,ხისა,ბუჩქისა დაყვავილების ნერგები, პატარა ნიჩაბი ,ხელთათმნები.

 პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები.

  პროექტს შესაძლებელია დასჭირდეს უფრო მეტი დრო , ვიდრე არის გათვალისწინებული. შესაძლებელია,რომ უამინდობამ ან ძლიერმა სიცხემ ხელი შეუშალოს პროექტით გათვალისწინებულ აქტივობას. შესაბამისად გავეცნობი პროგნოზს და შევარჩევთ შესაფერის დროს. აღნიშნული აქტივობისათვის შესაძლებელია, რომ ყველა მოსწავლე არ იყოს მომზადებული საჭირო ნივთებით,ამ შემთხვევაში  მათ   დავავალებ გარემოსდაცვითი აბრების გამოფენას  და ურთიერთშეფასების მიზნით მოსწავლეთა ქცევის წესებზე  დაკვირვების აღრიცხვას.







პროექტის მსვლელობა და აქტივობები .

1.      კვირის აქტივობები :
მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა მათი სურვილისამებრ  და  ასევე მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით დავალებების  განაწილება (ვადა  ერთი კვირა)
აქტივობა  
    ვაწყობ დისკუსიას თემაზე ‘ეკოლოგიური საფრთხეები“.“მოსწავლეები მსჯელობენ, აზრებს გამოთქვამენ აღნიშნულ თემაზე და გაიხსენებენ ფაქტებს საკუთარი ცხოვრებიდან.
აქტივობა -
 გამართული დისკუსიის საფუძველზე და შთაგონებით დამოუკიდებლად ქმნიან მარტივ  ტექსტებს,სადაც გაიხსენებენ და აღწერენ ეკოლოგიური კატასტროფების  ფაქტებს. შექმნილი ტექსტების ანალიზის მიხედვით ვიგებ მოსწავლეთა ინტერესებს, ვანაწილებ მათ ჯგუფებად და ვაწვდი დავალებებს:
აქტივობა
1 ჯგუფის დავალება- ბუნების დაცვის თემაზე ინფორმაციისა და ლექსების მოძიება და დასწავლა.(ვადა 5 დღე)
2 ჯგუფის დავალება- სკოლიდან სახლამდე გზაზე  გაჩეხილი ტყეების ადგილებზე დაკვირვება და ჩანიშვნა  ; ვადა 2დღე).   გარემოსდაცვითი  მოწოდების  აბრების დამზადება. 3. ჯგუფის დავალება-სასკოლო და   საკლასო გარემოს ხეებით,ბუჩქებითა და   ყვავილებით გალამაზებისათვის საჭირო მასალების მოძიება.(ვადა 3 დღე)

2.       II კვირის აქტივობები:
მოძიებული მასალების დახარისხება და დამუშავება.
1 ჯგუფი -მოძიებული ინფორმაციებისა და ლექსების კლასში  წაკითხვა , გაფორმებით ჩაწერა და გამოფენა.(ვადა 1 დღე)
მოსწავლეები კლასს  ზეპირად წაუკითხავენ გარემოს დაცვის თემაზე მოძიებულ ინფორმაციებსა და ლექსებს .დაწერენ მათ დიდი ფორმატის ფურცლებზე და  კლასში თვალსაჩინოდ გამოფენენ.
2 ჯგუფი- გარემოს დაცვის აქტივობის განხორციელებისათვის უსაფრთხო ქცევის წესების შემუშავება და ჩაწერა.(ვადა 1 დღე)
        3 ჯგუფი-სკოლის ეზოსა და საკლასო ოთახისათვის ხეების,ბუჩქების დარგვა და ქოთნის ყვავილების ჩარგვა; (ვადა 2 დღე)

ბუნების მშვენიერების თემაზე ნახატების შექმნა და გამოფენა;(ვადა 1 დღე)
მე-3 ეტაპში ყველა ჯგუფი ერთიანდება.მოსწავლეები ქმნიან ნახატებს ბუნების მშვენიერებისა და დაცვის თემებზე. აწყობენ თავიანთი ნამუშევრების გამოფენას.
ამ აქტივობაში ჩაერთვება კლასის დამრიგებელი .



მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგი:

მოსწავლეები ყოველ ჯერზე შეძლებენ დაიცვან გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესები.გამოიმუშავებენ გარემოსდაცვით კულტურულ ქცევებს.




მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგი:

           მოსწავლეებმა  საკუთარი ცხოვრებისეული ფაქტების  გახსენებით დამოუკიდებლად, აზრის ნათლად ჩამოყალიბებით შექმნეს მცირე ზომის  ტექსტები, გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებებით დახატეს და გამოფინეს ნამუშევრები, შეიმუშავეს  გარემოსდაცვითი   ქცევის წესი და 3-4 მომწოდებელი შინაარსის ტრაფარეტი , სასკოლო ეზოსა და საკლასო ოთახის გალამაზებისათვის დარგეს ხეები,ბუჩქები, ქოთნის ყვავილები.




























    
პროექტის შეფასების რუბრიკა.



კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
კარგი
მცირე ზომის ტექსტების
“ ეკოლოგიური საფრთხეები“
შედგენა
მოსწავლე უჭირს დავალების შესრულება. დაწერილია რამოდენიმე გაუმართავი წინადადება
მოსწავლე ასრულებს დავალებას , წინადადებები
ნაწილობრივ გამართულია.აზრი ნაკლებად თანმიმდევრულია.
მოსწავლე ასრულებს დავალებას.წინადადე-ბები სრულიად
 გამართულია.აზრი კარგად გასაგები და  თანმიმდევრულია.

ნახატის შექმნა ბუნების დაცვის თემაზე
მოსწავლე  ვერ ასრულებს დავალებას.ფურცელი ცარიელია ან ნახატი ბუნდოვანია და არ შეესაბამება თემას
მოსწავლე ქმნის ნახატს ,მაგრამ მის მიერ გადმოცემული შთაბეჭდილება სუსტადაა წარმოდგენილი ,ან ნაკლებად ჩანს თემატიკა
მოსწავლე ქმნის ნახატს ,მის მიერ გადმოცემული შთაბეჭდილება  სრულიად გასაგებადაა წარმოდგენილი და თემატიკა სრულიად შესაბამისია
გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავება
მოსწავლე უჭირს ან ვერ ასახელებს ქცევის წესს
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით სწორად ასახელებს ქცევის ერთ წესს.
მოსწავლე დამოუკიდებლად ნათლად აყალიბებს და ასახელებს ქცევის მინიმუმ სამ წესს.
სასკოლ ეზოსა და საკლასო ოთახის გარემოს გალამაზებაში მონაწილეობა
მოსწავლე არ მონაწილეობს
აქტივობაში
მოსწავლე პასიურად მონაწილეობს
აქტივობაში
მოსწავლე საკუთარი ინიციატივების გამოვლენით აქტიურად მონაწილეობს
აქტივობაში









https://ekologiiskvaldakval.files.wordpress.com/2018/05/shallow.jpg?w=400&h=400&crop=1o

Комментариев нет:

Отправить комментарий

სოციალური პროექტი კიბერბულინგი პროექტის ავტორი:                                 თეა დარჩია პროექტის აქტუალობა:         არსებო...