понедельник, 16 декабря 2013 г.

გაკვეთილის გეგმა, შეფასების სქემა და ელექტრონული პრეზენტაცია

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ტ ო რ ო ლ ა  
საგანი/პედაგოგი
ქართული/თეა დარჩია
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური IV
მოსწავლეთა პროფილი
7 მოსწავლე/განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         ბუნების მშვენიერების, კერძოდ მგალობელი ფრინველების სიყვარული და დაცვა.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
·         ახალი ინფორმაციის აღმოჩენა;
·         სჯელობის უნარის გამომუშავება;
·         არსებითი სახელის ჯგუფების (სულიერი-უსულო, ვინ-რა) გამოცნობა, შესაბამისი კითხვის დასმა.
წინარე ცოდნა
·         იციან გარეული და შინაური ფრინველები.
·         იციან მგალობელი ფრინველები.
შეფასების საგანი და კრიტერიუმები
მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი შეფასებით, ინდივიდუალური კომენტარებით.
წინასწარ შედგენილი მაქვს განმსაზღვრელი შეფასების სქემაც.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სასწავლო მასალა: სახელმძღვანელო, მოსწავლის რვეულები, მასწავლებლის წიგნი. ენციკლოპედია
ტექნიკური რესურსი: ინტერნეტი, კომპიუტერი, ელექტრონული პრეზენტაცია.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მისალმება, კლასის ორგანიზება _ 2 წთ.
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა
აქტივობა 1 _ ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება _ 2 წთ.
  • მოსწავლეებს ვაჩვენებ ელექტრონულ პრეზენტაციასთემაზე: ,,მგალობელი ფრინველები’’.
აქტივობა 2 _ გონებრივი იერიში _ 10 წთ.
ü  განწყობის შესაქმნელად მოსწავლეებს ვყოფ წყვილებად  და ვაძლევ  თავისუფალ თემას:  „მგალობელი ფრინველები“.
ü  ბავშვებმა ისაუბრეს და თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს „მგალობელი ფრინველების’’ მიმართ. შემდეგ დავსვი მაპროვოცირებული შეკითხვა: რა ვიცით ტოროლას შესახებ?
ü  მოფიქრებისათვის ვაძლევ 2 წუთს. მოსწავლეების პასუხებს ვაფიქსირებ დაფაზე „გონებრივი იერიშის“ მეთოდით.
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 3 _     ტექსტის წაკითხვა _ 10 წთ.
ü  მოსწავლეებს ვურიგებ ტექსტს, რომელსაც ახლავს სქემა ინდივიდუალურრი აღნიშნებისათვის.
ü  ვუხსნი, თუ როგორ უნდა გააკეთონ.  დღეს გვექნება სამი ნიშანი:   „ + „ რაც ვიცოდით,  „ „ რაც არ ვიცოდი,    „?“  რაც ვერ გავიგე.   წაიკითხეთ ტექსტი, გააკეთეთ მონიშვნები და შეავსეთ სქემა.

„  + „    რაც ვიცოდით
„ – „ რაც არ ვიცოდით
„ ? „ რაც ვერ გავიგეთ
ტოროლა მგალობელი ფრინველია
რამდენი სახის ტოროლა არსებობდა
რქოსანი ტოროლა მართლა არსებობს თუ არა?
ბინადრობს მინდვრებში
 რომ 12-16 დღეში იჩეკებოდა ბარტყები

არის პატარა.ლამაზი
მიფრინავდნენ თბილ ქვეყნებში

იკვებება მწერებით




გაკვეთილის C ფაზა _რეფლექსია

აქტივობა 4 _ გონებრივი იერიშის რუკის შექმნა_ 10 წთ.
ü  ამ სქემის შევსების შემდეგ მოსწავლეებს ვაწყვილებ, ვურიგებ დიდი ფორმატის ფურცლებს, რომლებზეც ადგენენ გონებრივ რუკას, სადაც  ტოროლას ნიშან -თვისებას კატეგორიებად ყოფენ.
აქტივობა 5 _ შეჯამება-წყვილების პრეზენტაცია_ 7 წთ.
ü  ერთი  წყვილის ორივე წევრი აკეთებს პრეზენტაციას. კლასი აჯამებს გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას.

მოსწავლეთა შეფსასება _ 2 წთ.

საშინაო დავალების მიცემა_ 2 წთ.


შეფასების სქემა

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
კარგი
საუკეთესო
დაკვირვება,
აღწერა,
მსგავსება-განსხვავება
მოსწავლეს არ შეუძლია ამ უნარ-ჩვევის გამოვლენა.
ამ უნარ-ჩვევებს ავლენს ნაწილობრივ.
მოსწავლე ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, მაგრამ შიგადაშიგ სჭირდება დახმარება.
მოსწავლე საუკეთესოდ ავლენს ამ უნარ-ჩვევებს.
წერითი დავალება
მოსწავლეს უჭირს წინადადების წერა.
მოსწავლე ნაწილობრივ იგებს დავალებას.
მოსწავლე წერს ნორმალურად, მაგრამ, ესაჭიროება დახმარება.
მოსწავლე წერს თავისუფლად. ავსებს მოცემულ ცხრილს. აკეთებს შედარებებს. გამოყოფს მათ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებს.

ელექტრონული პრეზენტაცია









Комментариев нет:

Отправить комментарий

სოციალური პროექტი კიბერბულინგი პროექტის ავტორი:                                 თეა დარჩია პროექტის აქტუალობა:         არსებო...