среда, 18 декабря 2019 г.


სოციალური პროექტი
კიბერბულინგი

პროექტის ავტორი:                                თეა დარჩია
პროექტის აქტუალობა:     

 არსებობს რასობრივირელიგიური და ფიზიკური ბულინგის სახეებიასევე კიბერბულინგი.
ჩვენი პროექტი კიბერბულინგს ეხება. 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანების უმრავლესობა ინტერნეტის აქტიური მომხამრებელია, კიბერბულინგი ძალიან დიდი საშიშროება გახდა, განსაკუთრებით მოზარდებში. ხშირად კიბერბულინგის მსხვერპლი სკოლის მოსწავლეები ხდებიან. კიბერბულინგ ინტერნეტისა და სოციალური ქსელების საშუალებით ვლინდებაეს არ მოიცავს მხოლოდ რამოდენიმე კომენტარს facebook-ზეისინი ადვილად ვერ წაიშლებაკიბერბულინგი არ ჰგავს პირისპირ დაშინებას/მუქარასისჩვეულებრივარის მუდმივისაჯარო და ანონიმურიკიბერმოძალადეები შეიძლება არ იყვნენ მხოლოდ .. „ხულიგანი ბავშვები”, რომლებიც შეიძლება ასე აგრესიულად იქცეოდნენძალიან ადვილად შესაძლებელია ასევე იყვნენ მორცხვიწყნარი ბავშვებირომლებიც ამოფარებულნი არიან კომპიუტერებსვინაიდან ასეთი სახეობის დაშინება საჯაროამსხვერპლი არ არის დარწმუნებული ვინ ახორციელებს მას და ვისი უნდა ეშინოდესკვლევა ცხადყოფსრომ კიბერბულინგმა შეიძლება გამოიწვიოს დაბალი თვითშეფასებააღელვებაბრაზიდეპრესიასკოლის გაცდენაცუდი ნიშნებისხვებზე ძალადობა და სუიციდი;


პროექტში ჩართულია:
მე-4,მე-5,მე-6 კლასის მოსწავლეები.მშობლები და მასავლებლები.
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა
მიზანი:
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გააცნობიერონ, თუ რა არის კიბერბულინგი.
ü  როგორ ვლინდება კიბერბულინგი;
ü  ვინ შეიძლება გახდეს ბულერი ან პირიქით კიბერბულინგის მსხვერპლი?
ü  როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისაგან;
ü  მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ თუ აღმოჩნდებიან კიბერბულინგის მსხვერპლი, არ ჩაიკეტონ საკუთარ თავში, და ამის შესახებ აუცილებალად გააგებინონ მშობლებს, უფროს მეგობრებსა თუ მასწავლებლებს.
ü  კიბერბულინგი 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ ძალადობად შეიძლება იქცეს, ამიტომაც მისგან თავისა და ახლობლების დაცვა, ცოდნა თუ როგორ ამოვიცნოთ კიბერ ბულერი ყველა თანამედროვე ადამიანისათვის არის საჭირო.
ისტ.VIII.14.   მოსწავლეს შეუძლია  საზოგადოებაში  ადამიანის ურთიერთობების კვლევა.

ü  პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გააცნობიერონ, თუ რა არის კიბერბულინგი.
ü  როგორ ვლინდება კიბერბულინგი;
ü  ვინ შეიძლება გახდეს ბულერი ან პირიქით კიბერბულინგის მსხვერპლი?
ü  როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისაგან;
ü  მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ თუ აღმოჩნდებიან კიბერბულინგის მსხვერპლი, არ ჩაიკეტონ საკუთარ თავში, და ამის შესახებ აუცილებალად გააგებინონ მშობლებს, უფროს მეგობრებსა თუ მასწავლებლებს.
ü  კიბერბულინგი XXI საუკუნის ყველაზე დიდ ძალადობად შეიძლება იქცეს, ამიტომაც მისგან თავისა და ახლობლების დაცვა, ცოდნა თუ როგორ ამოვიცნოთ კიბერ ბულერი ყველა თანამედროვე ადამიანისათვის არის საჭირო.

ისტ.VIII.14.   მოსწავლეს შეუძლია  საზოგადოებაში  ადამიანის ურთიერთობების კვლევა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·                     მსჯელობს ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებაზე, განასხვავებს პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესებს;
·                     თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განიხილავს ადამიანის მოთხოვნილებების ზრდის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებას; თანაკლასელებს აცნობს ჯგუფის მიერ დასახელებულ და მნიშვნელობის მიხედვით დალაგებულ ადამიანის მოთხოვნილებათა ჩამონათვალს;
·        თანაკლასელებთან ერთად მსჯელობს თუ რა სჭირდება ადამიანს  არსებობისთვის და შეუსაბამებს ჩამოთვლილ საჭიროებებს საკუთარ სურვილებს; ჩამოთვლის ადამიანის მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილების გზებს.


მოქ. IX 6.  მოსწავლეს შეუძლია   საზოგადოებრივი უსაფრთხოების  ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·     მსჯელობს არაძალადობრივ ურთიერთობებზე, როგორც ფსიქიკური სიჯანსაღის მაჩვენებელზე;
·     გამოხატავს სოლიდარობასა და თანაგრძნობას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ძალადობის საფრთხე ემუქრება;
·     მონაწილეობს საკლასო დისკუსიაში "რა მოხდებოდა ყველას რომ ჰქონდეს მხოლოდ უფლება და არ გააჩნდეს მოვალეობა? საჭიროა თუ არა პასუხისმგებლობა და რისთვის?";
·     ხსნის, თუ რატომ ევალება პიროვნებას კანონის დაცვა; ასახელებს იმ საშიშროებას, რაც მოსდევს არაკანონიერ მოქმედებას;

ამოცანები და განხორციელების გზები:
აქტივობა 1

სანამ პროექტზე მუშაობას დავიწყებდით, მოსწავლეებთან ჩავატარე კვლევა, დავსვი რამდენიმე შეკითხვა:
1.     რა არის ზოგადად ბულინგი?
2.     ყოფილხართ თუ არა ბულინგის მსხვერპლი, ან პირიქით თქვენ ხომ არ გამხდარხართ მოძალადე?
3.     შესწრებიხართ თუ არა ასეთ ფაქტებს და როგორ მოიქეცით მსგავს სიტუაციში?
მიღებულ პასუხებს ვაანალიზებთ და ვმსჯელობთ;

შემდეგ გადავდივარ პროექტის მთარავ თემაზე და პრობლემაზე და ვსვამ შემდეგ კითხვას:
იცით თუ არა რა არის კიბერბულინგი?
როგორც პასუხებიდან გაირკვა, მოსწავლეებს აქვთ ზოგადი წარმოდგენა, ან უფროსებისაგან სმენიათ, რა არის კიბერბულინგი. ვისაუბრეთ მათთვის ცნობილ შემთხვევებზე. ავღნიშნეთ, ჩვენ რაიონში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების შესახებაც. საუბრის, ბევრი მაგალითების მოსმენის შემდეგ მოსწავლეებმა გაიაზრა თუ რამხელა საშიშროებას წარმოადგენს კიბერბულინგი.

დავსახეთ პროექტის გეგმა:

1.     გავიგოთ მეტი კიბერბულინგის შესახებ;
2.     ვისწავლოთ, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი შექმნილი ანგარიშები, სოციალურ ქსელებსა თუ სხვა მოხმარებისათვის, კიბერბულერების შემოტევისაგან.
3.     მოვიძიოთ სხვადასხვა მასალები კიბერბულინგის შესახებ;

გეგმის განხორციელებისათვის შევქმენით 3 ჯგუფი; ჯგუფები დავაკომპლექტე კლასების მიხედვით. პირველ ჯგუში შედიოდა მე-6 კლასის მოსწავლეები, მეორე ჯგუფში _ მე-5 კლასის, ხოლო მესამე ჯგუფში _ მე-4 კლასის მოსწავლეები.

თითოეულ ჯგუფს მიეცათ დავალებები.

აქტივობა 2

ფილმების ჩვენება

ინტერნეტში მოვიძიეთ ფილმები ბულინგისა და კიბერბულინგის შესახებ. მოვაწყვეთ ჩვენება. ფილმების ნახვის შემდეგ ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები.

აქტივობა 3

სტატიებისა და სხვადასხვა ლიტერატურის გარჩევა

მოსწავლეებს ვთხოვე სხვადასხვა გაზეთებსა და გამოცემებში მოენახათ სტატიები კიბერბულინგის შესახებ. ასევე გაცნობოდნენ სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც ასახავდა თუ რამდენი ადამიანი გახდა კიბერბულინგის მსხვერპლი საქართველოში, რამდენი იყო აქედან მოზარდი.
მეორე კვირა 10.05.2017- 17.05.2017

აქტივობა 4:

მოძიებული ინფორმაციების დახარისხება და პროდუქტების შექმნა

            ფილმების ჩვენების, სტატიებისა და პუბლიკაციების გაცნობის და სტუმართან შეხვედრის შემდეგ, გადავწყვიტეთ მოგვემზადებია ისეთი საინფორმაციო მასალები და პროდუქტები, რომლებიც გამოადგებოდათ ჩვენ მეგობრებს ან უბრალოდ დაინტერესებულ პირებს.

მოვამზადეთ ელექტრონული პრეზენტაცია (იხილეთ პრეზენტაცია), რომლის ჩვენებაც მოვაწყვეთ პროექტის პრეზენტაციის დროს.



აქტივობა 5:

პროექტის პრეზენტაცია

        პროექტის პრეზენტაცია მოვაწვყვეთ ჩვენი სკოლის კომპიუტერის ოთახში, სადაც მოწვეული გვყავდა სკოლის ადმინისტრაცია, ასევე პედკოლექტივი და მშობლები.
          დამსწრე აუდიტორიას გავაცანით მოძიებული ინფორმაციები, წარვუდგინეთ ჩვენ მიერ შექმნილი პრეზენტაცია.


აქტივობა 6
მონაწილეთა შეფასება

პროექტი მონაწილე მოსწავლეები შევაფასე წინასწარ შედგენილი, და მათთვის პროექტის დასაწყისშივე ცნობილი შეფასების სქემების მიხედვით. თითოეულ მონაწილეს მივეცი ინდივიდუალური შეფასება და რჩევები.

პროექტის შედეგი:
ü  მოსწავლეებმა ისწავლეს თუ რა არის კიბერბულინგი?
ü  გაიგეს როგორ უნდა დაიცვან თავი კიბერბულინგისაგან;
ü  მოიძიეს კანონის ის მუხლები, რომელიც შემუშავებულია კიბერბულინგთან ბრძოლისათვის, ასევე გაიგეს თუ რა სასჯელი ელოდება კიბერბულერს.
ü  გაიღრმავენ ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და წარდგენის უნარ-ჩვევები.
ü  გაიუმჯობესენ ჯგუფური მუშაობის, პასუხისმგებლობის გადანაწილებისა და დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების უნარები.

პროექტის შეფასება:
მოსწავლეების შესაფასებლად ავირჩიე რამდენიმე გზა.

პირველი განმავითარებელი შეფასება კომენტარებით. თითოეულ მოსწავლეს ვაკვირდებოდი პროექტზე მუშაობის დროს და ვავსებდი ინდივიდუალური შეფასებისათვის დაკვირვების ჯურნალს. იხილეთ: დანართი 1.

მეორე განმსაზღვრელი შეფასების სქემები:

იხილეთ: დანართი 2;
დანართი 3;
დანართი 4.

ასევე მოსწავლეთა თვითშეფასების სქემა.
იხილეთ: დანართი 5.

გამოყენებული ლიტერატურა:














დანართი 1
ჯგუფში მუშაობის შეფასების რუბრიკა მასწავლებლისათვის
(დაკვირვებისა და კომენტარებისათვის)

ჯგუფები
მოსწავლეები (სახელი, გვარი)
კომენტარები ჯგუფის მუშაობის პროცესში
I-ჯგუფი

II-ჯგუფი

III-ჯგუფი

დანართი 2

ელემენტარული
1 ქულა
მისაღები
2 ქულა
ოსტატური
3 ქულა


1.მიზანი
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი

2.ორგანიზება 
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
გააზრებულია თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას

3.შინაარსის კორექტულობა
ხშირად გვხვდება  შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია,
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო

4.ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები

5.კვლევა
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
კვლევა  არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია

6.თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან ნათელია, მაგრამ ერთფეროვანია,
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული

7.შემოქმედებითობა
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის

8.კავშირები საგნებთან
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
მოსაზრებები დაკავშირებულია  ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით  კომპეტენტურობაზე

9.დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო
დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი  მკაფიოდაა ჩამოყალიბებულია  

10.პრეზენტაცია
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
ბუნდოვნად  აყალიბებს  პროექტის არსს, იყენებს  თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას






















დანართი 3
ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
1–4 ქულა
5–6 ქულა
7–8 ქულა
9–10 ქულა
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ  გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგმვა
ჯგუფმა სამუშაო ვერ დაგეგმა, ამიტომაც მისი საქმიანობა სტიქიური იყო
ჯგუფმა სამუშაო დაგეგმა, მაგრამ გეგმიდან გადაუხვია
ჯგუფმა სამუშაო დაგეგმა, მაგრამ  დროდადრო
 უხდებოდა გეგმიდან გადხვევა
ჯგუფმა სამუშაო კარგად დაგეგმა და შეასრულა  გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის  ფუნქციები არ  განაწილებულა
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად  გადანაწილდა
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად  გადანაწილდა
სამუშაო კარგად 
ორგანიზებული იყო, მაგრამ 
ჯგუფის წევრებს შორის 
ფუნქციები სწორადა თანაბრად გადანაწილდა
ჯგუფის წევრთა ჩართულობა, ჯგუფის წევრთა შორის ურთიერთობა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ,ჯგუფის  წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო
მხოლოდ ერთი–ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური,ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
ჯგუფის  ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო 
ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი 
ურთიერთობები
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


#
კრიტერიუმი/ქულები
ყოველთვის
ხანდახან
არასოდეს
1
პასუხობს თემას
2
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
3
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
4
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
5
დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
6
იყენებს თვალსაჩინოებას
7
იცავს დროის ლიმიტს
დანართი 5

მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი
   

კრიტერიუმები
კი
არა
ხალისით ვმუშაობდი პროექტზე?
საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა?
ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა წევრთან?
შევძელი ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციის წარდგენა?
რომელი ეტაპი უფრო საინტერესო იყო?
ვიმუშავებ კიდევ ახალ პროექტზე?


სოციალური პროექტი კიბერბულინგი პროექტის ავტორი:                                 თეა დარჩია პროექტის აქტუალობა:         არსებო...