четверг, 7 ноября 2019 г.




სოციალური პროექტი




ექსკურსია ბოტანიკურ ბაღში


მოსწავლეთა ასაკი
IV  -კლასი
სასწავლო მიზანი
1.     გარემომცველი სამყაროს შეცნობა.
2.     ინფორმაციის მოძიება საექსკურსიო ადგილის შესახებ.
3.     მოსწავლეები შეძლებენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხე-მცენარეებზე დაკვირვებას,მათ აღწერას,აღრიცხვასა და კვალიფიკაციას.
4.     დაცულ ტერიტორიაზე შექმნიან ქცევის წესების გამაფრთხილებელ პოსტერებს.
5.     შეაგროვებენ ჰერბარიუმისათვის მასალებს.(ძირს ჩამოცვენილ ფოთლებს,წიწვებს.)
6.     გადაიღებენ ფოტო-ვიდეო სურათებს.
კავშირი მოსწავლეთა მიმდინარე სამუშაოებთან
ბუნ.დაწყ.(I).1.
მოსწავლემ უნდა შეძლოს: 
პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და
ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების
დემონსტრირება.
მოსამზადბელი სამუშაოები
1.     გეგმის შედგენა
2.     ქცევის წესების შედგენა
3.     მაორგანიზებელი ცხრილის შედგენა
4.     საჭირო ნივთების ნუსხა(პირველადი დახმარების სამედიცინო ჩანთა.)
5.     ინფორმაციის მოძიება საექსკურსიო ადგილის შესახებ(ინტერესის გასაღვივებლად)

მასწავლებლისათვის
1.     გეგმის შედგენა
               2.   ქცევის წესების შედგენა
               3.   მაორგანიზებელი ცხრილის შედგენა
     4.   საჭირო ნივთების ნუსხა(პირველადი დახმარების      სამედიცინო ჩანთა.)

მოსწავლეებისათვის
                1. გეგმის შედგენა
                2. ქცევის წესების შედგენა
3.     ინფორმაციის მოძიება საექსკურსიო ადგილის შესახებ(ინტერესის გასაღვივებლად)

გეგმაში გათვალისწინებული რისკები და საფრთხეები
·        გარემოს დაბინძურების რისკი
·        ამინდის შეცვლა
·        მოსწავლის(მასწავლებლის ან მშობლის)ფიზიკური ტრავმა
·        ტრანსპორტის დაზიანება

რესურსები ექსკურსიითვის
·        ფერადი ფანქრები
·        ფლიპჩარტები
·        მარკერები
·        დაბეჭდილი კითხვარები
·        ჰერბარიუმისთვის ფაილები და ბაინდერები
·        ფოტო-ვიდეო აპარატი



აქტივობები ექსკურსიამდე
·        პასუხისმგებელი პირის შერჩევა
·        დირექციასთან შეთანხმება
·        მშობლებთან შეთანხმება
·        ტრანსპორტით უზრუნველყოფა
·        ექთნის წაყვანა
·        წინასწარ ინფორმაციის მიწოდება ინტერესის აღქმის მიზნით.
·        ცხრილებისა და დიაგრამების გაცნობა

აქტივობები ექსკურსიის დროს
·        ეკრება დანიშნულების ადგილზე დათქმულ დროს
·        გამგზავრება
·        წესების გაცნობა
·        დაკვირვების წარმოება და შედეგების ჩაწერა
·        სურათებისა და ვიდეოს გადაღება
·        გიდის მინი ლექცია
·        ჰერბარიუმისათვის მასალის შეგროვება
·        ცხრილების შევსება
·        ჩანაწერების გაკეთება
·        ქცევის წესების დაცვა
·        ჯგუფური აქტივობები/თამაშები
·        პიკნიკი
·        ბოტანიკურ ბაღში ღია ტრანსპორტით გასეირნება
·        დაბრუნება


აქტივობები ექსკურსიის შემდეგ
·        ცხრილებისა და ჩანაწერების შეჯამება.
·        პრეზენტაცია
·        პოპულარიზაცია
·        დასკვნების გაკეთება-გამოტანა
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები უკეთ შეიცნობენ და აღიქვამენ გარე სამყაროს.
განუვითარდებათ: კვლევის, შემოქმედებითი აზროვნების, თვითშეფასების,კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.



Комментариев нет:

Отправить комментарий

სოციალური პროექტი კიბერბულინგი პროექტის ავტორი:                                 თეა დარჩია პროექტის აქტუალობა:         არსებო...