среда, 20 ноября 2019 г.


 ,, კომპიუტერი და კომპიუტერული თამაშები“
სოციალური პროექტი


     

  

პროექტის დასახელება
 ,, კომპიუტერი და თამაში“
პროექტის ავტორი:
თეა დარჩია
პროექტის დასაწყისი
24.04.2019წ.
პროექტის დასასრული
29.05.2019წ.
ჩართული მოსწავლეები
კლასი (6 მოსწავლე)
აზროვნების ზედა დონის უნარები
თანამშრომლობა, დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება
პრობლემა
·         მოსწავლეების კომპიუტერთან დამოკიდებულების პრობლემების არსებობა
·         მშობლებისა და შვილების ურთიერთობები კომპიუტერთან დაკავშირებით.
პრობლემის აქტუალურობა
    V კლასში სწავლობს 6 მოსწავლე. იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული მათგანი  დიდ ინტერესს იჩენს კომპიუტერისა და ინტერნეტის მიმართ, კერძოდ განსაკუთრებულია  მათი ინტერესი კომპიუტერული თამაშების მიმართ,   საჭიროდ ჩავთვალე მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჩართვით სოციალური პროექტის მომზადება.
პროექტის მიზნები
·         მოსწავლეები უკეთესად გაიცნობენ კომპიუტერთან დამოკიდებულების მნიშვნელობას; იმას თუ რიაზიანი შიძლება მოყვეს გაუაზრებელ თამაშებსა და დიდი ხნით კომპიუტერთან ჯდომას.
·         გაეცნობიან კომპიუტერთან მუშაობის დროს უსაფრთხოებისა და ეთიკურ ნორმებს;
·         მოსწავლეები და მათი მშობლები შეძლებენ როგორც ურთიერთთანამშრომლობის, ასევე ვირტუალურ სამყაროში თანამშრომლობის, ტოლერანტულობის  უნარ-ჩვევებს.
·         გაიზრდება მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
პროექტის ამოცანები
·          მოსწავლეების დაყოფა ორ ჯგუფად კენჭისყრის საშუალებით;
·         სახელწოდების შერჩევა ჯგუფებისთვის;
·         ინფორმაციის მოძიება სოციალური ქსელების შესახებ;
·         კედლის გაზეთის შექმნა;
·         ბუკლეტების დამზადება;
·         გულსაბნევების დამზადება;
·         გამოკითხვის ჩატარება მშობელთა ჩართულობით თემში -  ანკეტის საშუალებით;
·         პრეზენტაცია; დაჯილდოება.
განხორციელების გზები
1.         საორგანიზაციო საკითხები:
ჯგუფების დაკომპლექტება მოსწავლეების კენჭისყრის საშუალებით; სახელწოდების შერჩევა ჯგუფებისთვის განხორციელდა სურვილისა და არჩევანის მიხედვით -2 დღე;
2.         ინფორმაციის მოძიება და ტექსტური ფაილის შექმნა - 2 კვირა;
3.         კედლის გაზეთის მომზადება - 1 კვირა;
4.         მონიტორინგის ჩატარება მოსწავლეებში გამოკითხვის საშუალებით - ,,რა გავიგე, რა ვიცი, რა მინდა ვიცოდე“ 
5.         გულსაბნევების დამზადება - 2 დღე;
6.         გამოკითხვის ჩატარება  - 3 კვირა;
7.         პრეზენტაცია/დაჯილდოება - 29 მაისი.
მოსალოდნელი   შედეგები
·             მოსწავლეები შეძლებენ კომპიუტერის უკეთესად და უფრო რაცინალურად და სასარგებლო გამოყენებას;
·         მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შორის ურთიერთობა უფრო სასარგებლო გახდება კომპიუტერთან   მუშაობის დადებით და უარყოფით მხარეებთან მიმართებაში;
·         გაიზრდება მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
სტანდარტი ესგ-დან 
               სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები:
              თავი VIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
 მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული  
                       გამჭოლი კომპეტენციები
            3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:  
          ი) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა,
          პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.

               მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა
ის ტექნ. V.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

            ის ტექნ. V. 4. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
              კვლევა და კომუნიკაცია:
ის ტექნ. V.5.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების  შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. V. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
რესურსები
·         კომპიუტერი;
·         ინტერნეტი;
·         პროექტორი;
·         პრინტერი;
·         დაფა;
·         ცარცი;
·         ფორმატი;
·         ფერადი ქაღალდები;
·         ფლომასტერები;
·         წებო;
·         ქაღალდები - A4 ფორმატის.
შეფასება
მონაწილეთა შეფასება განხორციელდება განმავათარებელი შეფასებით და სიგელებით, დიპლომებით და სერთიფიკატებით (იხილეთ შეფასების რუბრიკა)

თვითშეფასება მარტივი კითხვარი მოსწავლეებისათვის

პროექტზე მუშაობა:
  1. საინტერესო იყო
  2. არ იყო რთული
  3. რთული იყო
პროექტზე ვიმუშავე:

  1. დამოუკიდებლად
  2. დამჭირდა დახმერება
კლასელებთან ვითანამშრომლე:
  1. კარგად ვითანამშრომლე
  2. გამიირდა თანამშრომლობა
  3. ვერ ვითანამშრომლე

ხარ თუ არა კმაყოფილი სასწავლო პროექტში შენი მუშაობით?
  1. დიახ
  2. არა
  3. ნაწილობრივ




Комментариев нет:

Отправить комментарий

სოციალური პროექტი კიბერბულინგი პროექტის ავტორი:                                 თეა დარჩია პროექტის აქტუალობა:         არსებო...