2019-2020 სასწავლო წლის 20 სექტემბრიდან, სოფელ ჯუმათის საჯარო სკოლაში გაიხსნა ლიტერატურის მოყვარულთა წრე "მთიები"
საწრეო მუშაობის პროგრამა
წრის ხელმძღვანელი--თეა დარჩია
წრის მონაწილეთა რაოდენობა : 7 მოსწავლე
წრის მუშაობის დაწყების დრო :2019-2020 სასწავლო წელი
დღე : პარასკევი VI -გაკვეთილი
წრის მუშაობის ხანგძლივობა: 45 წუთი
საწრეო მუშაობის მიზანები : აქტიური ლექსიკური ფონდის შევსება. სიტყვიერი მარაგის გამდიდრევა დარგობრივი ლექსიკური ერთეულებით; სიტყვათა სემანტიკური და ლექსიკური კავშირების(სინონიმი,ანტონიმი,ერთი სემანტიკური ჯგუფის სიტყვების) ამოცნობა და გამოყენება. მოსწავლემ შეძლოს ტექსტის დამოუკიდებლად წაკითვა და გააზრება, მსჯელობა პერსონაჟის განცდების, თვისებების შესახებ, მთავარი სათქმელის გამოკვეთა, მის ირგვლივ დასაბუთებული მსჯელობა.განუვითარდებათ მეტყველების,წერისა და კითხვის უნარები.პრაქტიკული აქტივობებით განუვითარდებათ კრიტიკული,შემოქმედებითი აზროვნება,თანამშრომლობითი უნარები.გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
წრის აქტუალობა:მუშაობის დროს გამოყენებულ ჯგუფურ აქტივობებში და როლურ თამაშებში ხალისით ჩაერთვებიან მოსწავლეები. განუვითარდებათ თანამშრომლობითი უნარები.მოსწავლეები დაეჩვევიან სწორ კითხვას,მეტყველებას,გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
მისაღწევი შედეგები:
ქართ.დაწყ.(I).2 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
ქართ.დაწყ.(I).3 პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და
საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
ქართ.დაწყ.(I).6 გაწაფულად კითხვა.
ქართ.დაწყ.(I).7 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგებაგააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებულიინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
ქართ.დაწყ.(I).7 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგებაგააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებულიინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
ქართ.დაწყ.(I).8 მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.
ქართ.დაწყ.(I).9. წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
ქართ.დაწყ.(I).10. სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მაორგანიზებელი ელემენტების,სტრუქტურული და კომპოზიციური მახასიათებლების ამოცნობა.
ქართ.დაწყ.(I).12. კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად. საწრეო მუშაობის პროგრამა
#
|
თვე რიცხვი
|
განსახილველი თემები
|
1
|
20/09/2019
|
საწრეო მუშაობის პროგრამისა და მიზნის გაცნობა.სამუშაო დღის შეთანხმება.წრის სახელწოდების შერჩევა.
|
2
|
27/09/2019
|
თემა ისტორიული ქართული ფილმების ჩვენება.მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ შეხედულებეს ფილმის შესახებ.
|
3
|
4/10/2019
|
თემა „სამასი თავდადებული ქართველი“
მოსწავლეებმა წაიკითხეს და ამოიცნეს ნაწარმოების დედააზრი.
|
4
|
11/10/2019
|
თემა ანდაზები
|
5
|
18/10/2019
|
თემა საბავშვო ლექსების წაკითხვა
|
6
|
25/10/2019
|
თემა კლასგარეშე ლიტერატურა, საბავშვო მოთხრობები
|
7
|
1/11/2019
|
თემა სტატიები საბავშვო ენციკლოპედიიდან,ჯურნალებიდან.
|
8
|
8/11/2019
|
თემა სასწავლო შემეცნებითი ფილმი.
თემა რელიგიური დღესასწაული გიორგობა
|
9
|
15/11/2019
|
თემა ენის გასატეხები და გამოცანები
|
10
|
22/11/2019
|
თემა დაბადების დღის მოსაწვევი ბარათის შექმნა
|
11
| 29/11/2019 |
საწრეო მუშაობის შეჯამება. კედლის გაზეთის გამოშვება
|
27/09/2019
დღეს ჩატარდა პირველი საწრეო სამუშაოს შეხვედრა ლიტერატურაში.
შეხვედრის თემა იყო ისტორიული ფილმების ჩვენება.
მოსწვლეებმა დიდი ინტერესით ნახეს ისტორიული ქრთული ფილმები, გამოთქვეს თავიანთი აზრები ფილმის შესახებ.
მუშაობა საინტერესოდ ჩატარდა.
შეხვედრის თემა იყო ისტორიული ფილმების ჩვენება.
მოსწვლეებმა დიდი ინტერესით ნახეს ისტორიული ქრთული ფილმები, გამოთქვეს თავიანთი აზრები ფილმის შესახებ.
მუშაობა საინტერესოდ ჩატარდა.
4.10.2019 წ.
დღეს ჩატარდა მეორე საწრეო მუშაობა ლიტერატურაში,შეხვედრის
თემა იყო ,,სამასი თვადადებული ქართველი’’
ნაწარმოები მოსწავლეებმა წაიკითხეს,ამოიცნეს დედააზრი და განიხილეს კონკრეტული საკითხები.
ნაწარმოები მოსწავლეებმა წაიკითხეს,ამოიცნეს დედააზრი და განიხილეს კონკრეტული საკითხები.
11.10.2019 წ.
საწრეო მუშაობის მესამე შეხვედრა ჩატარდა თემაზე- ანდაზები .
მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ მუშაობაში,სგაიხსენეს ნასწავლი ანდაზები და ჩამოწერეს ფლიფჩარტზე,რომელიც თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრეს.
შეხვედრა იყო საინტერესო და პოზიტური.
მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ მუშაობაში,სგაიხსენეს ნასწავლი ანდაზები და ჩამოწერეს ფლიფჩარტზე,რომელიც თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრეს.
შეხვედრა იყო საინტერესო და პოზიტური.
18.10.2019 წ
საწრეო მუშობის მეოთხე შეხვედრა ჩატარდა თემაზე საბავშვო ლექსები.
მოსწავლეებმა გაიხსენეს საბავშვო ლექსები ,გაეცნენ ახალ საბავშვო ლექსებს, შეეჯიბრნენ ერთმანეთს მხატვრულ კითხვაში.
მოსწავლეებმა გაიხსენეს საბავშვო ლექსები ,გაეცნენ ახალ საბავშვო ლექსებს, შეეჯიბრნენ ერთმანეთს მხატვრულ კითხვაში.
25/10/2019
დღეს ჩატარდა მეხუთე საწრეო მუშაობა
თემაზე კლასგარეშე ლიტერატურა. საბავშვო მოთხრობები .მუშაობა მოვაწყეთ სკოლის ბიბლიოთეკაში სადაც წაიკითხეს კლასგარეშე ლიტერატურა.ახსნეს და გამოხატეს წაკითხული ტექსტებზე პირადი დამოკიდებულება.
შეხვედრა საინტერესო და სახალისო იყო.
1/11/2019
დღეს ჩატარდა მეექვსე საწრეო მუშაობა თემაზე საინტერესო სტატიები საბავშვო ენციკლობედიიდან და ჟურნალებიდან.მოვიძიეთ ასაკის შესაბამისი სირთულის საინფორმაციო და შემეცნებითი ტექსტები.
ხალისით ჩაერთვნენ აქტივობაში.შეძლეს დამოუკიდებლად ინფორმაციის მოპოვება.გაიმდიდრეს ცოდნა.
8/11/2019
დღეს ჩატარდა მეშვიდე საწრეო მუშაობა თემაზე სასწავლო შემეცნებითი ფილმი და რელიგიური დღესასწაული- გიორგობა. ინტერნეტში მოვიძიეთ რელიგიური მულტფილმი "წმინდა გიორგი და გველეშაპი".დიდი ინტერესით უყურეს მულტფილმს.საინტერესოდ ჩატარდა შეხვედრა,გაიგეს მეტი.
https://www.youtube.com/watch?v=Q147Mhv14Us
https://www.youtube.com/watch?v=Q147Mhv14Us
15/11/2019
დღეს ჩატარდა მერვე საწრეო მუშაუბა თემაზე- " ენის გასატეხები და გამოცანები".გაიხსენეს ადრე ნასწავლი გამოცანები და ენის გასატეხები.მოვიძიეთ და დავამატეთ რამდენიმე.მოსწავლეებს შორის ჩატარდა პაექრობა.იყო ხალისისანი და შემეცნებითი.
22/11/2019
დღეს ჩატარდა მეცხრე საწრეო მუშაობა თემაზე -დაბადების დღის მოსაწვევი ბარათების შექმნა.ჩატარდა ინდივიდუალური მუშაობა.ყველამ თავისი ფანტაზიით შექმნეს ძალიან საინტერესო და ლამაზი მოსაწვევი ბარათები,რომლების გავაფორმეთ ლამაზი აქსესუარებით,მოეწყო გამოფენა.შეფასდა ნამუშევრები და გამოვლინდა გამარჯვებული.......
მოსწავლის კითხვარი
გვარი ,სახელი ---------------------------------------------
N
|
კრიტერიუმები
|
კი
1
|
არა
0
|
1
|
დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია ქართული წრის შექმნის შესახებ?
| ||
2
|
საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებოდათ თუ არაცოდნის გაღრმავებაში?
| ||
3
|
საწრეო მუშაობის დროს, მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო თუ
არა საინტერესო და მრავალფეროვანი?
| ||
4
|
იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?
| ||
5
|
დადებითად შეაფასებდით თუ არა საწრეო მუშაობას?
| ||